აჭარის მთავრობაში სავარაუდოდ 2 ახალი სახე იქნება

15 ივლისი 2018, 00:00 3878 ნახვა

პრეზიდენტის მიერ აჭარის მტავრობის თავმჯდომარედ თორნიკე რიჟვაძის წარდგენის შემთხვვაში  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ რეგიონის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის ცვლილებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ახალ მინისტრთა კაბინეტში, ძველიდან შესაძლოა ერთი ან ორი სახე ვიხილოთ.

“მთავარის” ინფორმაციით ზურაბ პატარაძის მთავრობიდან თანამდებობას შეინარჩუნებენ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი და ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, თუმცა არ არის გამორიცხული ზაალ მიქელაძე მთავრობის დამტკიცების შემდეგ შეიცვალოს. მინისტრებთან ერთად შეიცვლებიან მისი მოადგილეებიც

ამავე კატეგორიაში