მთავარი პროკურორობის კანდიდატს პარლამენტში ხვალ მოუსმენენ

15 ივლისი 2018, 00:00 1634 ნახვა

მთავარ პროკურორს საკანონმდებლო ორგანში სავარაუდოდ ხვალ დაამტკიცებენ. საკომიტეტო განხილვა საკანონმდებლო ორგანოში დღის პირველ ნახევარში გაიმართება, მეორე ნახევარში კი საკითხს კენჭს რიგგარეშე სხდომაზე უყრიან. პროკურორის არჩევას მინიმუმ 76 კანონმდებლის ხმა სჭირდება,  მთავარი პროკურორობის კანდიდატს სესიაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანი წარდგენას.

კითხვა -პასუხის რეჟიმი რეგლამენტით არ არის გათვალისწინებული. პროკურორობის კანდიდატს მხარს არ უჭერს ოპოზიცია. საპარლამენტო უმცირესობა შალვა თადუმაძის პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობს. მმართველ პარტიაში კი თადუმაძეს პროფესიონალ კადრად ასახელებენ და მის გამოცდილებას უსვამენ ხაზს. შალვა თადუმაძე ირაკლი შოთაძეს ჩაანაცვლებს.

ამავე კატეგორიაში