კონსულის განცხადება და შაჰინის სკოლის დირექტორის პასუხი

17 ივლისი 2016, 00:00 3509 ნახვა

ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის განცხადებით, ბათუმის შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში, ბავშვებს ტერორისტული იდეოლოგიით ზრდიან, - ამის შესახებ, იასინ თემისქანმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. კონსული მშობლებს მოუწოდებს, ბავშვები აღნიშნულ სასწავლო დაწესებულებას მოარიდონ. კონსული ინფორმაციით, სკოლა, ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელის ნაწილია. შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორის, ელგუჯა დავითაძის განცხადებით, იასინ თემისქანის განცხადება აბსურდულია და სკოლის მიმართ გამოთქმული ეს ბრალდება, პირველი არ არის. დავიტაძე, კონსულისგან დამატებით განმარტებებს ითხოვს. ჩვენ თემასთან დაკავშირებით მუშაობას ვაგრძელებთ და მხარეთა განმარტებებს დამატებით, მომავალ გამოშვებებში შემოგთავაზებთ.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში