თორნიკე  რიჟვაძის  გუნდი:  ტიტე აროშიძე,  ჯაბა ფუტკარაძე,  ინგა შამილიშვილი,  ზაალ მიქელაძე

16 ივლისი 2018, 00:00 12451 ნახვა

მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ გახდება ცნობილი როგორი საკადრო ცვლილებები განხორციელდება, ვინ დაინიშნებიან მოადგილეებად, ასევე რა ბედი ელით დეპარტამენტებს, რომლებიც სსიპ-ებად ან სამინისტროების შემადგენელ ნაწილებად უნდა გადააკეთონ, მოკლედ ბევრი კითხვა რჩება, რომელსაც ახალი მთავრობა პასუხს სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში გასცემს.

რაც შეეხება ახალ სახეებს, როგორც უკვე გითხარით ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატია ჯაბა ფუტკარაძე, რომლის შესახებაც ინფორმაცია ძირითადად განათლების მიმართულებით იძებნება, რაც შეეხება კიდევ ერთ ახალ სახეს – ეს ტიტე აროშიძეა, რომელიც რეგოინისთვის უფრო ნაცნობია, თუმცა ეკონომიკური მიმართულებით, იგი სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატია. 

ამავე კატეგორიაში