ღია მმართველობის სამიტი

17 ივლისი 2018, 00:00 1562 ნახვა

ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევები და პარტნიორი ქვეყნების გამოცდილება - ამ საკითხზე ამ წუთებში „ღია მმართველობის პარტნიორობის“  სამიტზე მსჯელობენ, რომელსაც საქართველო მასპინძლობს.

რიგით მეხუთე ღონისძიებაში  70-მდე ქვეყნის სამოქალაქო სექტორის 500-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. დღესვე „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალური სამიტის ფარგლებში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია – პარლამენტის დღე.  

დისკუსიის მონაწილეები საკანონმდებლო ჩართულობის პრაქტიკაზე იმსჯელებენ.  კიდევ ერთი პანელი გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული პარლამენტების შესახებ დისკუსიას დაეთმობა. სამიტი სამდღიანია. 

ამავე კატეგორიაში