ჩირუხის მთაზე მე-12 საერთაშორისო ''ოფროუდ'' ფესტივალისთვის ემზადებიან

17 ივლისი 2018, 00:00 3397 ნახვა

 ჩირუხის მთაზე მე-12 საერთაშორისო “ოფროუდ” ფესტივალისთვის  ემზადებიან.  ღონისძიება დღეს დაიწყება და 22 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება,  მასში მრბოლელები ბულგარეთიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ბელარუსიიდან, ყირგიზეთიდან, ყაზახეთიდან, მონღოლეთიდან, ირანიდან, სომხეთიდან და სხვა ქვეყნებიდან 300-მდე მონაწილე ჩაერთვება.

მერის მოადგილის განმარტებით, ღონისძიება ჩირუხის მთის  ცნობადობის გაზრდას და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. შეჯიბრის პარალელურად გაიმართება ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ასევე დაგეგმილია კულტურული  და სპორტული აქტივობები. 

ამავე კატეგორიაში