ქედაში წყლის სისტემის მოწესრიგების მიუხედავად წყალი არ აქვთ

17 ივლისი 2018, 00:00 2253 ნახვა

800 ათასი ლარი დაიხარჯა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯალაბაშვილებში, წყლის ავზის მოსაწყობად.

მოეწყო 480-ტონიანი საცავი, თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ სამუშაოების დასრულებიდან დღემდე, ანუ ერთი წელია სისტემა არ ფუნქციონირებს და სოფლებში კვლავ განიცდიან წყლის დეფიციტს. ვინ არის პასუხისმგებელი დახარჯულ თანხასა და არსებულ რეალობაზე.

საკითხზე ქედის მერიაში დღის ბოლოს დამატებითი განმარტება გააკეთეს. გვითხრეს რომ ეს პროექტი სახლებამდე წყლის მილების მიყვანას არ ითვალისწინებდა და ეს მოქალაქეებმა საკუთარი სახსრებით უნდა გააკეთონ. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში