შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი-დღე მეორე

17 ივლისი 2016, 00:00 2628 ნახვა

ჯაზფესტივალის მეორე დღეს მსმენელის წინაშე მაილს დევისის ბენდის წევრები გამოჩნდნენ - `მაილს ელექტრიკ ბენდი", რომელთა შორის ის მუსიკოსებიც არიან, ვინც ლეგენდარულ მაილს დევისთან ერთან უკრავდნენ. 11-ი ვარსკვლავისგან დაკომპლექტებული მუსიკოსთა ჯგუფის ხელმძღვანელი მაილს დევისის დის შვილი, ასევე მუსიკოსი ვინს უილბერნია, რომელმაც ბათუმის ჯაზფესტივალზე მაილს დევისის შესახებ გადაღებული მხატვრული ფილმიც ჩამოიტანა - ექსკლუზიური ჩვენების უფლებით. ფილმის ჩვენება კონცერტამდე, კინოთეატრ აპოლოში მოეწყო, მაილს ელექტრიკ ბენდის კონცერტი კი ბათუმში ჩოგბურთის კორტებზე ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. დღეს ჯაზფესტივალის მორიგი სტუმარი მის ლორენ ჰილი იქნება. ფუჯისის ყოფილი სოლისტი საკუთარ ბენდთან ერთად უკვე ბათუმშია. მას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია, სამაგიეროდ საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ბათუმის ჯაზფესტივალზე საიუბილეო ბლექსი-ჯაზ-ფესტივალის პირველმა სტუმარმა, ქუინსი ჯონსმა. 

ამავე კატეგორიაში