ყოფილი მინისტრები პროკურატურაში გამოკითხეს-შეფასებები

18 ივლისი 2018, 00:00 1512 ნახვა

“მე არ ჩამიტარებია გამოძიება, არ დამიწყია არც პროექტების და მიღებული გადაწყვეტილებების შესწავლა ინფრასტრუქტურის სამინისტროში”, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავარ პროკურატურაში მისი წინამორბედის ზურაბ ალავიძისა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის გამოკითხვის კომენტირებისას, იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რა პროექტებთან დაკავშირებით გაუჩნდა მას კითხვები ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

ცქიტიშვილის თქმით, არ იცის, როდის იყვნენ ალავიძე და ქუმსიშვილი პროკურატურაში დაბარებული და აღნიშნული ინფორმაცია გუშინ მედიით შეიტყო.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში