აჭარაში ადამიანთა ჯგუფი დააკავეს, მათ ბრალი ქურდულ გარჩევებსა და ფულის გამოძალვაში ედებათ

18 ივლისი 2018, 00:00 4271 ნახვა

აჭარასა და თბილისში, ქურდულ სამყაროს წევრობისა და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით 10 ადამიანი დააკავეს . 7 პირი პოლიციამ ქურდულ გარჩევებში მონაწილეობისთვის დააკავა. ამის შესახებ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ კახაბერ საბანიძემ განაცხადა: "დაკავებული პირები, დაშინებით, მუქარით, იძულებით, ე.წ. “ქურდული გარჩევით“, დანაშაულის ჩადენის წაქეზებისა და საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აქტიურად მონაწილეობისთვის ქურდული სამყაროს საქმიანობაში". 

დაკავებულები არიან: 62 წლის ივანე გიგიაძე; 39 წლის იმედა აბაშიძე; 38 წლის ჯამბულ ნაკაშიძე; 36 წლის  ბეჟან დეკანაძე; 36 წლის მარად წითელაძე, 38 წლის შოთა კეკელიძე და 32 წლის  ზაალ ახვლედიანი.

სამართალდამცველები ინფორმაციით, დაკავებულია კიდევ სამი პირი, რომლებსაც პოლიცია ქურდულ სამყაროს წევრობასა და გამოძალვას ედავება. 

"1973 წელს დაბადებულ რამაზ კომახიძეს, 1993 წელს დაბადებულ ბადრი ქობულაძეს და 1992 წელს დაბადებულ გიორგი შავლიძეს ბრალი ედებათ ქურდული სამყაროს წევრობაში, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილ გამოძალვასა და ძალადობაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ რამაზ კობახიძე, ბადრი ქობულაძე და გიორგი შავლიძე  29 იანვარს, ბათუმში მოქალაქე კ.კ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, დიდ ოდენობით თანხის - 20 000 ლარის ე.წ. „ქურდული სამყაროს“ საწევროში გადახდას აიძულებდნენ.

დაკავებულებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

ამავე კატეგორიაში