ეუთოს რეგიონული მედია კონფერენცია

18 ივლისი 2018, 00:00 2044 ნახვა

გაიხსნა ეუთოს რეგიონული სამხრეთ კავკასიური მედია კონფერენცია ინტერნეტის რეგულირებისა და მედიის პლურალიზმის საკითხებზე. ღონისძიების მონაწილეები ინტერნეტ რეგულირების, მედია პლურალიზმის, ყალბი ინფორმაციის გავრცელების, რუსული პროპაგანდის და მედიაში ერთი წლის განმავლობაში ფოკუსირებად თემებზე იმსჯელებენ.

კონფერენციაში ჟურნალისტები და მედია ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან მონაწილეობენ. მონაწილეები ერთმანეთს სამხრეთ კავკასიაში მედიის თავისუფლების სფეროში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შეხედულებებს გაუზიარებენ. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში