საპროტესტო აქცია მერიასთან

18 ივლისი 2018, 00:00 1868 ნახვა

ბათუმის მერიასთან დღეს ჭავჭავაძისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების კვეთაში დაკონსერვებული მშენებლობის მეპაიეებმა აქცია გამართეს. მათი განცხადებით, მშენებელ კომპანიას ვალი დაედო, აქტივების ნაწილი სააღსრულებო ბიურომ გაუყიდა, ნაწილი კი დღემდე დაყადაღებულია.

ისინი თბილისის მერიის მსგავსად ადგილობრივ თვითმმართველობას მოუწოდებენ მშენებლობის დასამთავრებლად ფინანსები მოიძიოს. აქციის მონაწილეებს მოგვიანებით ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე შეხვდა და დაპირდა, რომ მათ მოთხოვნას განიხილავს. დაზარალებულებს სარჩელი სასამართლოშიც აქვთ შეტანილი, მაგრამ, მათი თქმით, პროცესი ჭიანურდება.

ამავე კატეგორიაში