თხილის მოსავლის დაზიანების გამო ფერმერები დახმარებას ითხოვენ

18 ივლისი 2018, 00:00 2146 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკაში თხილის განადგურებას უჩივიან. ამბობენ რომ აზიური ფაროსანას გააქტიურებამდე მოსავლის დიდი ნაწილი დაავადებებმა დააზიანა, დარჩენილ გადარჩენილ ნაწილს კი მათი ვარაუდით მავნებელი მწერი გაანადგურებს.

სოფელში გვიყვებიან რომ დიდი ხანია ითხოვენ დახმარებას, ამჯერად უკვე მასობრივ შეწამვლას და ბანკებთან შუამდგომლობას. მიმართეს შესაბამის უწყებებსაც თუმცა უშედეგოდ. ამბობენ რომ რჩებიან შემოსავლის გარეშე. რა პასუხი აქვს მოსახლეობასთან სოფლის მეურნეობის სამინისტროს? 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში