იენს სტოლტენბერგი: გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს ნატოს წევრობისთვის მოსამზადებლად

18 ივლისი 2018, 00:00 1666 ნახვა

ბრიუსელში, NATO-ს  შტაბბინაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს მთავრობის დელეგაციას მასპინძლობს. ქართულ დელეგაციას პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მამუკა ბახტაძემ და იენს სტოლტენბერგმა მედიისთვის განცხადებები გაავრცელეს. “საქართველომ უნდა განაგრძოს რეფორმების გატარება, სასამართლო სისტემის მოდერნიზება და შეიარაღებული ძალების სტანდარტები გააძლიეროს,”  – ასე უპასუხა გენერალურმა მდივანმა კითხვას, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ ნატო-ში გაწევრიანებისთვის.

ამასთან სტოლტენბერგმა განაცხადა რომ “რუსეთს არ აქვს უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება მეზობელი ქვეყნების ნაცვლად და არ აქვს უფლება, განსაზღვროს, რას გააკეთებენ მისი მეზობელი ქვეყნები. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ საქართველო დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოა და აქვს უფლება, თავად განსაზღვროს მომავალი. თავის მხრივ კი მამუკა ბახტაძემ, რომლისთვისაც ეს პრემიერის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტია, თქვა რომ საქართველოს ინტეგრაცია ნატო-ში არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. 

ამავე კატეგორიაში