პრემიერ – მინისტრის  ვიზიტი  ბრიუსელში

19 ივლისი 2018, 00:00 1530 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი   ბრიუსელში ვიზიტს განაგრძობს. მამუკა ბახტაძე დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ მამუკა ბახტაძე და დონალდ ტუსკი პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.  საქართველოს პრემიერ-მინისტრი გუშინ ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, მათ შორის, გასულ კვირას ბრიუსელში გამართული ნატო-ს სამიტის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელების გზები.

ყურადღება გამახვილდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებთან დაახლოების გზაზე საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ და დაგეგმილ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე. მთავრობის ადმინიტრაციის ინფორმაციით, მამუკა ბახტაძემ მკაფიოდ დააფიქსირა საქართველოს მთავრობის მზაობა - განაგრძოს ყოვლისმომცველი რეფორმები და პოლიტიკური დიალოგი ალიანსთან. თავის მხრივ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ალიანსის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

ამავე კატეგორიაში