მინისტრობის კანდიდატებმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს

19 ივლისი 2018, 00:00 2534 ნახვა

ადამიანი, ტურიზმი, ეკონომიკა, მცირე და საშუალო ბიზნესი, მაღალმთიანი აჭარა, განათლება და ახალგაზრდები – ეს ის ძირითადი საკითხებია, რაც 10 წუთში ჩაატია თორნიკე რიჟვაძემ და რაც პრიორიტეტულია მისი მთავრობისთვის – პირობას დებს, რომ დასახელებული საკითხების შესრულებას დამტკიცების შემთხვევაში იმ გუნდთან ერთად დაიწყებს, რომელშიც ორი ახალი, ორი კი ნაცნობი კანდიდატი ჰყავს წარმოდგენილი.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში თორნიკე რიჟვაძე დეპუტატების კითხვებს პასუხობდა, კითხვებს ბევრი მიმართულებით, რა თქმა უნდა განსაკუთრებით აქტიურობდა ოპოზიცია, თუმცა კითხვები ისმოდა მმართველი გუნდის მხრიდანაც.

მაგალითად როგორ აპირებს ე.წ. “ოცნების ქალაქის” საკითხის მოგვარებას. ოპოზიცია პასუხებით და ზოგადად კანდიდატის გამოსვლით იყო უკმაყოფილო, მმართველი გუნდი კი პოზიტიურად განწყობილი.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში