უმაღლესი საბჭო აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და მინისტრთა კაბინეტს ხვალ დაამტკიცებს

20 ივლისი 2018, 00:00 2589 ნახვა

სავარაუდოდ ხვალ, აჭარას განახლებული მთავრობა ეყოლება. რიგგარეშე სხდომა რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში უკვე ჩაინიშნა.

ქართული ოცნება რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში 14 დეპუტატითაა წარმოდგენილი, მათი პოზიცია  უკვე ცნობილია. ისინი თორნიკე რიჟვაძესა და მის გუნდს მხარდაჭერას უცხადებენ.

დღეს უმაღლეს საბჭოში მთავრობის თავმჯდომარეობისა და მინისტრობის კანდიდატებს ფრაქცია ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” მოუსმინეს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში