დანაშაულის დაფარვის, შეუტყობინებლობისა და ცრუ ჩვენებისთვის სასჯელი გამკაცრდა

20 ივლისი 2018, 00:00 1795 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები უკვე გამოქვეყნდა. ცვლილების მიხედვით დანაშაულის დაფარვა-შეუტყობინებლობისთვის, ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და ცრუ ჩვენებისთვის სასჯელი გამკაცრდა.

დღეს მოქმედი კანონით, ყველა კატეგორიის  დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობისთვის ერთი და იგივე სანქცია არის გათვალისწინებული, რაც, როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას არაეფექტიანს ხდის.

მოქმედი რედაქციის მიხედვით, როგორც ნაკლებად მძიმე, ასევე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულია, მიღებული საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, კი ერთმანეთისგან იმიჯნება და მათი სოციალური საშიშროების მიხედვით, შესაბამისი სანქციები წესდება.

დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობისთვის ბოლო 6 თვის განმავლობაში 24 პირი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, რაც, შსს-ს ცნობით უტოლდება 2017 წლის მთლიან მონაცემს.

ამავე კატეგორიაში