პრეზიდენტის საჯარო ლექცია

20 ივლისი 2018, 00:00 1767 ნახვა

კითხვაზე, ვიქნები თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატი, პასუხის არ გაცემით სამსახურს ვუწევ პოლიტიკურ ელიტას, როგორც „ქართულ ოცნებას“, ასევე ოპოზიციას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრისას განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, ოპოზიციაში დღეს მთავარი პრობლემაა ჩამოუყალიბებლობა, რაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის არჩევის პროცედურამაც აჩვენა.

„აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩევაზე რომ იყო კონსულტაციები ბათუმში, აღმოჩნდა, რომ თურმე კანდიდატი არ ჰყოლიათ და რომ შევაგულიანე, რატომ არ გყავთ კანდიდატი, მერე წარმოაჩინეს. მათ საშინაო დავალება ვერ შეასრულეს, არადა ეს მათი საქმეა.

ერთი მხრივ ვეხმარები ოპოზიციას, მეორე მხრივ „ქართულ ოცნებას“, რომ სუსტი კანდიდატი არ წარადგინოს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. 

ამავე კატეგორიაში