რამდენიმე საათი ნდობის გამოცხადების პროცედურის დაწყებამდე

21 ივლისი 2018, 00:00 1772 ნახვა

დაახლოებით 3 საათში აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობის ნდობის გამოცხადების პროცედურა დაიწყება . რიგგარეშე სხდომა რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში 15 საათზეა ჩანიშნული. მმართველი გუნდი უმაღლეს საბჭოში 14 დეპუტატითაა წარმოდგენილი დამტკიცებას კი 11 ხმა სჭირდება.

სავარაუდოდ თორნიკე რიჟვაძესა  და მის გუნდს ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება, რადგან მათი მისამართით “ევროპული საქართველოსა” და ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან საკომიტეტო მოსმენებზე ბევრი კრიტიკული კითხვა დაისვა. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში