ჯაზის ლეგენდები ბათუმში

21 ივლისი 2018, 00:00 2120 ნახვა

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი  გრძელდება. ჯაზის მოყვარულების  წინაშე ამჯერად ცნობილი ამერიკული ჯგუფი “Trombon SoTi & Oorleans Aevenue” წარსდგა. კონცერტი ბათუმის ჩოგბურთის კლუბში დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა. ვარსკვლავური  ჯგუფი მსმენელს ქართულად მიესალმა და მელომანებს საქართველოში კიდევ ერთი კონცერტის ჩატარებას დაჰპირდა.

მოგვიანებით  საფესტივალო სცენა ლეგენდარულ  ერიკა ბადუს დაეთმო, თუმცა სეტი დაანონსებულზე გვიან დაიწყო, რაც ორგანიზატორების  განცხადებით,  ავიარეისის დაგვიანებას     უკავშირდება. ერიკა ბადუ ანუ “დიჯეი ლო დაუნ ლორეტა ბრაუნი” ქართველი მსმენელის წინაშე დიჯეი სეტით წარსდგა.  შავი ზღვის რიგით მე-12 ჯაზფესტივალი 19 ივლისს, როკის ლეგენდა რობერტ პლანტის კონცერტით გაიხსნა. ფესტივალი 22 ივლისამდე გაგრძელდება. კონცერტები ტრადიციულად ბათუმის ჩოგბურთის კლუბში გაიმართება. დღეს მსმენელის წინაშე ჯგუფ "ფუჯისის"ყოფილი წევრი გამოვა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში