მზადება პრემიერისთვის

17 ივლისი 2016, 00:00 3326 ნახვა

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი პრემიერისთვის ემზადება. ,, მზე ჩავიდა ბატონებო''- ასე ქვია სპეკტაკლს, რომელიც ანტონ ჩეხოვის პიესის ,,ალუბლის ბაღის'' ადაპტირებული ვერსიისთვის შეიქმნა. პიესაში 3 სხვადასხვა თეატრის მსახიობები მონაწილეობენ. სპეკტაკლის რეჟისორი - ქალაქ ტარტუს თეატრ "ზეროს" სამხატვრო ხელმძღვანელი კალევ კუდუაა. პროექტი ბათუმის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. პრემიერა ორი დღის განმავლობაში 18 და 19 ივლის გაიმართება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში