ბრიუსელში ვიზიტის შეჯამება

21 ივლისი 2018, 00:00 1435 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში დასრულდა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთხელ აღინიშნა პრინციპული მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. პრემიერ-მინისტრი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს იოჰანეს ჰანს შეხვდა.

საუბარი შეეხო  ასოცირების ხელშეკრულებას და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას. მხარეთა შეფასებით, საქართველო ლიდერია ''აღმოსავლეთ პარტნიორობის'' ქვეყნებს შორის დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით. შეხვედრები გაიმართა ნატოს ოფისში. ''სრული მხარდაჭერაა იმ რეფორმებისა, რომლებსაც ჩვენ განვახორციელებთ იმისთვის, რომ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა კიდევ უფრო ავამაღლოთ'' _ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.  

ამავე კატეგორიაში