“მარგველაშვილს მოვუგებ” - რევაზ არველაძის პასუხი პრეზიდენტს

21 ივლისი 2018, 00:00 1901 ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ არავის ელოდება და როცა მიიღებს გადაწყვეტილებას, მაშინ დააყენებს საპრეზიდენტო კანდიდატურას. დეპუტატმა ასევე ისაუბრა პრეზიდენტის სასახლეზე და განაცხადა, რომ პრეზიდენტს ასეთი ზომის სასახლე არ სჭირდება, რომელიც თითქმის უფრო დიდია, ვიდრე „თეთრი სახლი“, თუმცა არველაძე მიიჩნევს, რომ მომავალი პრეზიდენტის გადასაწყვეტია, შევა თუ არა ავლაბრის რეზიდენციაში.

“ქართულ ოცნებაში” საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომ მმართველი გუნდი კანდიდატს გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილების შემდეგ დაასახელებს კრიტიკით შეხვდნენ. მათი თქმით “ქართულ ოცნება”-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე ძლიერი კანდიდატი ეყოლება

ამავე კატეგორიაში