თორნიკე  რიჟვაძემ  ზურაბ  პატარაძისგან   პოსტი  გადაიბარა

21 ივლისი 2018, 00:00 4266 ნახვა

14 მომხრე და ერთი წინააღმდეგი, ასეთი იყო ფარული კენჭისყრის შედეგები, რომლითაც აჭარას მთავრობის ახალი თავმჯდომარე და მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა ჰყავს. ახალი მთავრობა მუშაობას ოფიციალურად ორშაბათიდან შეუდგება, აღმასრულებელ ხელისუფლებას საკანონმდებლო გააკონტროლებს. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მთავრობის ყველა ინიციატივა ახალგაზრდების ინტეგრაციაზე იქნება მიმართული.

ასევე სოფელი იქნება ახალი მთავრობის ხედვის მნიშვნელოვანი ნაწილი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ განვითარდება ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა და ტურიზმის სფერო. სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე გახდა, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრად ისევ ინგა შამილიშვილი დარჩა, ხოლო ჯანდაცვის მინისტრად ზაალ მიქელაძე.   

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში