ახალი მინისტრთა კაბინეტი მუშაობას ხვალიდან შეუდგება

22 ივლისი 2018, 00:00 1173 ნახვა

სამ საათიან რიგგარეშე სესიაზე უმაღლესმა საბჭომ რეგიონის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად მინისტრთა კაბინეტიც დაამტკიცა. თორნიკე რიჟვაძის გუნდში ორი ახალი და ორი ძველი სახეა.

მინისტრების პორტფელები შეინარჩუნეს განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრებმა, სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა და ეკონომიკისა სამინისტროებს კი ახალი ხელმძღვანელები ჰყავს - ჯაბა ფუტკარაძე და ტიტე აროშიძე.  განახლებული მთავრობა მუშაობას ოფიციალურად ხვალიდან შეუდგება. 

ამავე კატეგორიაში