მირზა სუბელიანსა და თენგიზ კალანდიას საპატიმროში გამოკითხავენ

22 ივლისი 2018, 00:00 1363 ნახვა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს მირზა სუბელიანს და თენგიზ კალანდიას გამოკითხავენ. კომისიის წევრები მათ ახსნა-განმარტებებს მოისმენენ. მირზა სუბელიანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარის ერთ-ერთი მონაწილე არასრულწლოვნის მამაა, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული.

ამ ბრალდების საქმეზე მას აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა აქვს მისჯილი. თენგიზ კალანდია კი, რომელიც საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის მამაა, დანაშაულის დაფარვისთვის არის დაკავებული. ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა 23 ივლისსაა დაგეგმილი.

ამავე კატეგორიაში