სკოლები ლაბორატორიების გარეშე

22 ივლისი 2018, 00:00 1605 ნახვა

49 საჯარო სკოლიდან ხულოს მუნიციპალიტეტში სასწავლო ლაბორატორია მხოლოდ ქედლების, დაბა ხულოს,  ხიხაძირის და ღორჯომის სკოლებშია. რესურს - ცენტრის უფროსის განმარტებით ლაბორატორიისთვის საჭირო ინვენტარით სკოლები ყოველწლიურად ეტაპობრივად აღიჭურვება. ახალი სასწავლო წლიდან  ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის ლაბორატორიის მოწყობა იგეგმება.  პროგრამის განხორციელება ბავშვების რაოდენობაზე და სკოლაში არსებულ ფართზეა დამოკიდებული.

ედუარდ მიქელაძის განცხადებით სკოლებში სადაც ლაბორატორიების მოწყობა ვერ მოხერხდა, საბუნებისმეტყველო საგნებში გაკვეთილებს მოსწავლეებს ინტერნეტის საშუალებით უტარებენ. აჭარის განათლების სამინისტრო ერთი სკოლის ლაბორატორიით აღჭურვისთვის  დაახლოებით 20 ათას ლარს ხარჯავს . ამ ეტაპზე ტენდერი 6 სკოლის ლარატორიით აღჭურვაზეა გამოცხადებული. ქვეპროგრამა „ საჯარო სკოლების მატერიალური ბაზის გაუმჯობესება“  ბოლო ოთხი წელია ხორციელდება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში