“სპონტანური დუეტი“ ბათუმის ჯაზფესტივალზე

22 ივლისი 2018, 00:00 1864 ნახვა

ჯაზფესტივალზე უაიკლეფ ჟინმა ყველა დროის ცნობილი ჰიტები შეასრულა. მათ შორის: მაიკლ ჯექსონის, უიტნი ჰიუსტონის, ბობ მარლის, ფიუჯისისა და შაკირას შემოქმედებიდან. მოულოდნელად ვარსკვლავმა ბავშვები სცენაზე აიყვანა და ბერასთან ერთად ბერას სიმღერა “ფარლეი ვუ ფრანსეი”  იმღერა. შემდეგ კი მაყურებელს ბერამ უთხრა, რომ პირველად საქართველოში უაიკლეფ ჟინი ორი წლის წინ იმყოფებოდა, მასთან სტუმრად, დედამისის დაბადების დღეზე სურპრიზის მოსაწყობად.

თქვა, ისიც რომ, მომღერალმა ჰონორარი არ აიღო. ჯაზფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, ეს დუეტი სპონტანურად შედგა და პროგრამით გათვალისწინებული  არ ყოფილა. "ფიუჯისის" ყოფილი წევრის კონცერტი ქართული ხალხური სიმღერით გაიხსნა და სამი საათი გაგრძელდა. შავი ზღვის ჯაზფესტივალის ფარგლებში დღეს ბათუმის საჩოგბურთო კლუბში ბოლო კონცერტი გაიმართება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში