მასობრივი დაკავებები-თურქეთში ამბოხების მონაწილეებს ეძებენ

17 ივლისი 2016, 00:00 2525 ნახვა

ერთადერთი ბრალდებული, რომელსაც ოფიციალური ანკარა ამ დრომდე სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორად მიიჩნევს, ფეთჰულა გიულენია. ერდოღანის პოლიტიკური ოპონენტი პუტჩში მისი თანამონაწილეობის გამოძიებას საერთაშორისო ორგანიზაციებს თხოვს. ერდოღანი კი რესპუბლიკაში კვლავ ღირსეულ ლიდერად რჩება. თუმცა ოპოზიციონერების ნაწილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ტრიუმფალური მოწოდება მოქმედებისკენ, ქვეყანაზე მის გამკაცრებულ კონტროლს კიდევ უფრო გაამართლებს. თურქეთის პოლიტიკურმა პარტიებმა იშვიათი ერთობა გამოიჩინეს და პარასკევის სისხლიანი სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაგმეს. 

ამავე კატეგორიაში