სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

23 ივლისი 2018, 00:00 1848 ნახვა

ამ წუთებში სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს, შეხვედრის მონაწილეები სასამართლოს რეფორმების ე.წ. მეოთხე ტალღაზე მსჯელობენ. კერძოდ, მოსამართლეთა დისციპლინარული სამართალწარმოების საკითხს, რომელიც დისციპლინარულ სამართალწარმოებას არეგულირებს.

სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავდება საბოლოო დოკუმენტი, და გაიწერება  ის ნორმები რომელიც მოსამართლის დისციპლინარულ სამართალწარმოებას არეგულირებს.

დღეს შემუშავებული ვარიანტის მეშვეობით შესწორება შევა იმ დოკუმენტშიც, რომელიც საკანონმდებლო ორგანოშია გადაგზავნილი  და რომლის საკომიტეტო განხილვაც მიმდინარეობს. საბოლოოდ კი პარლამენტი ამ საკითხზე პლენარულ  სესიაზე იმსჯელებს.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში