კვირიკაშვილი ილდირიმს ტელეფონით ესაუბრა

18 ივლისი 2016, 00:00 3685 ნახვა

19 ივლისს ანკარაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩავა. დაგეგმილია საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი სხდომის გამართვა. მანამდე კი საქართველოს და თურქეთის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ძლიერი და დემოკრატიული თურქეთი მნიშვნელოვანია რეგიონში განვითარებისა და სტაბილურობისთვის და კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა თურქეთის დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის მხრიდან თურქეთის სტაბილურობისა და დემოკრატიის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლიერება გამოთქვა. ბინალი ილდირიმმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთში სიტუაცია ნორმალიზებულია და საქართველოსთან თანამშრომლობის ყველა მიმართულება გაგრძელდება. 

ამავე კატეგორიაში