საკადრო ცვლილებები კვირის ბოლომდე დასრულდება

24 ივლისი 2018, 00:00 1826 ნახვა

სამთავრობო უწყებებში, სამინისტროებსა და დეპარტამენტებში არსებული ვაკანსიები კვირის ბოლომდე შეივსება - აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აცხადებს,  რომ პროფესიონალ თანამშრომლებს შეინარჩუნებენ, ნაწილ პოზიციებზე კი ახალ კადრებს შეარჩევენ. აჭარის მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ მინისტრის მოადგილეებისა და სიპების ხელმძღვანელების პოზიციები ვაკანტურია.

ასევე უფლებამოსილება შეუწყდათ და ხელმძღვანელი პირების პოზიციები ვაკანტურია მთავრობას დაქვემდებარებულ დეპარტამენტებსა და სამმართველოებში.  ჯერ-ჯერობით უცნობია შეინარჩუნებენ თუ არა პოსტებს  ტურიზმის დეპარტამენტის, გარემოს დაცვისა და საარქივო სამმართველოს უფროსები. რაც შეეხება საავტომობილო გზების დეპარტამენტს, ყოფილი ხელმძღვანელი  მთავრობის აპარატის უფროსად დაინიშნა. 

ამავე კატეგორიაში