მთავარი  პროკურატურის  რეფორმა - ფორუმი

24 ივლისი 2018, 00:00 1633 ნახვა

სექტემბრიდან საქართველოს პარლამენტში დაიწყება მსჯელობა “პროკურატურის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე, მანამდე კი პროკურორები, კანონმდებლები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები საკითხზე ფორუმის ფორმატში მსჯელობენ. აზრთა სხვადასხვაობას იწვევს საპროკურორო საბჭოს შემადგენლობა, მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ საბჭოში პროკურორების რაოდენობა უნდა შემცირდეს, რასაც არ ეთანხმებიან მმართველ გუნდში.

განსახილველ საკითხებს შორისაა გენერალური პროკურორის დანიშვნა/გათავისუფლება, ასევე პარლამენტის მიმართ პროკურატურის ანგარიშვალდებულება. ცვლილებები ქვეყნის ახალი კონსტიტუციიდან გამომდინარეობს. ცვლილების თანახმად, იუსტიციის მინისტრი აღარ იქნება საბჭოს თავმჯდომარე. რას გაითვალისწინებს შეთავაზებული რეკომენდაციებიდან საკანონმდებლო ორგანო?

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში