ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

25 ივლისი 2018, 00:00 2407 ნახვა

ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, საპრეზიდენტო არჩევნები, ადამიანის უფლებები, ყოფილი მთავრობის წევრები და ხეების გადატანის პროცესი- საათზე მეტხანს ისაუბრა ამ და სხვა საკითხებზე საზოგადოებრივ მაუწყებელთან ექსკლუზიურ ინტერვიუში პარტია ,,ქართული ოცნების პარტიის თავმჯდომარემ”. თქვა, რომ პოლიტიკაში მისი დაბრუნება აუცილებლობით იყო გამოწვეული.  

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკა ვერ უზრუნველყოფს ადამიანის მთავარ უფლებას, რომ მოქალაქეს ჰქონდეს სამუშაო და ღირსეული შემოსავალი. რამდენჯერმე თქვა, რომ ქვეყანაში არის სიღარიბე.

რაც შეეხება  გიორგი კვირიკაშვილსა და ყოფილ მინისტრებს, მისი თქმით, მას გიორგი კვირიკაშვილმა და დიმიტრი ქუმსიშვილმა სავალუტო ფონდის კვლევა დაუმალეს, რომელიც ჭარბვალიანობას უკავშირდებოდა. 

ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს უკვე მოჰყვა შეფასებები მმართველ გუნდში.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში