''თავდაცვის მზადყოფნის'' ფარგლებში პირველი ქვედანაყოფი გადამზადდა

25 ივლისი 2018, 00:00 1611 ნახვა

პროექტ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის ფარგლებში პირველი ქვედანაყოფი-43-ე ბატალიონი გადამზადდა. ბატალიონის მომზადებაზე პასუხისმგებელი იყო საბრძოლო მომზადების ცენტრის - 53 სამხედრო მოსამსახურე და 30-მდე ამერიკელი ინსტრუქტორი.

მენტორებმა ქვედანაყოფზე დაკვირვება და საბოლოო შეფასება სპეციალური ფორმით საბრძოლო ძალის ელემენტების 6 მიმართულებით განახორციელა. 13-კვირიანი მომზადების ფარგლებში 43-ე ბატალიონმა საბრძოლო მომზადების სრული ციკლი მაქსიმალურად მიახლოებული ბრძოლის პირობებში ვაზიანის და ნორიოს საწვრთნელ რაიონებში გაიარა.

“თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა” საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივ პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია  შეიარაღებული ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის ამაღლება ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველსაყოფად. 

ამავე კატეგორიაში