ბათუმში მაშველებმა 17 წლის ბიჭი გადაარჩინეს 

25 ივლისი 2018, 00:00 1875 ნახვა

ბათუმში მაშველებმა კობა ფერაძემ და ლაშა როშინმა, ზღვაში 17 წლის ბიჭი გადაარჩინეს და ნაპირზე გამოიყვანეს. 

​არასრულწლოვანი სანაპიროდან 1,5 კმ-ის მოშორებით მაშველებმა შენიშნეს. მოცურავეს ქარმა სერფინგის დაფა წაართვა, იგი უკან გამოცურვას ვერ ახერხებდა - ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

მოზარდის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

1 მაისიდან 25 ივნისის ჩათვლით საქართველოში, ზღვასა და მდინარეებში 21 ადამიანი დაიხრჩო. ამავე პერიოდში, მაშველებმა დახრჩობას 36 ადამიანი გადაარჩინეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, მაშველების გაფრთხილებას დაემორჩილონ და ზღვაზე დასვენებისას უსაფრთხოების წესები დაიცვან. 

ამავე კატეგორიაში