ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე პატიმრებს შეხვდა

25 ივლისი 2018, 00:00 1270 ნახვა

უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სასჯელაღსრულების ბათუმის N3 დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს შეხვდა. ცოტნე ანანიძე 20 პატიმარს ინდივიდუალურად შეხვდა.

დეპუტატის განცხადებით ისაუბრეს პაემნებისა და შიდა ინფრასტრუქტურის საკითხებზე. ცოტნე ანანიძე ასევე შეხვდა ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებულ  იმედა აბაშიძეს. ცოტნე ანანიძის განცხადებით მიიღებენ ზომებს, რომ აბაშიძეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

ამავე კატეგორიაში