ვინ იქნება „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი?

25 ივლისი 2018, 00:00 1653 ნახვა

ვინ იბრძოლებს პრეზიდენტობისთვის მმართველი გუნდიდან არჩევნებში? ან ეყოლება თუ არა საერთოდ “ქართულ ოცნებას” კანდიდატი? ის რომ შესაძლოა უმრავლესობამ მხარი დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს ამის შესახებ აქამდე არსებული ეჭვები ბიძინა ივანიშვილმა გაამყარა, მაშინ როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში საკუთარი პოზიცია გაახმოვანა, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატის არდასახელებას, დამოუკიდებლის მხარდაჭერას, ან პოსტის ოპოზიციისთვის დათმობას ეხებოდა.

ეს იყო ინტერვიუს ის მონაკვეთი რასაც დღეს პოლიტიკურ და ექსპერტულ წრეებში ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რას ფიქრობენ ოპოზიციაში და რას ხედავენ პოლიტოლოგები “ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებებს მიღმა? ნათია კოპალიანი მოგვიყვება. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში