პროკურატურის მაღალჩინოსნების დაკითხვა

25 ივლისი 2018, 00:00 1490 ნახვა

საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვები და მთავარი პროკურორის მოადგილეების რამდენიმესაათიანი პასუხები - ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ოპოზიციური პარტიის წევრების შემდეგ, მთავარი პროკურორის მოადგილეებს კითხვები მმართველი გუნდის წევრებმაც დაუსვეს. დეპუტატები ფარდულის დემონტაჟით დაინტერესდნენ. ანრი ოხანაშვილმა იკითხა ჰქონდა თუ არა ვალდებულება პროკურატურას, ფარდული როგორც ნივთმტკიცება დაეცვა. ქალაქ თბილისის პროკურორის მოადგილის, კონსტანტინე სირაძის განცხადებით, თუკი რაიმე მტკიცებულება გამოჩნდება, პირველი იქნება, ვინც მიხეილ კალანდიას დევნას განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის დაიწყებს.

მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ მამუკა ვასაძემ კი აღნიშნა, რომ საქართველოს პროკურატურაში საპარლამენტო კომისიიდან ვინმეს მიმართ სისხლის სამართლის დევნის დაწყების თაობაზე რეკომენდაცია არ შესულა. მისივე განმარტებით, ამ გადასახედიდან გამოძიების შეფასება არარელევანტურია, თუმცა მიაჩნია, რომ ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები საქმეზე უკვე ჩატარებულია. ამასთან აცხადებს, რომ ხორავას ქუჩის საქმის გამოძიება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, დროში შეზღუდულიც იყო. 

ამავე კატეგორიაში