ახალი წყალსადენი და შეწყვეტილი წყალმომარაგება

25 ივლისი 2018, 00:00 1539 ნახვა

წყალსადენი, რომელიც კირნათში 2 წლის წინ მოაწყვეს არ ფუნქციონირებს. სისტემით სასმელი წყალი დაგეგმილის მიხედვით 60-ზე მეტ აბონენტს უნდა მიეწოდოს, თუმცა ადგილობრივების თქმით სათავე ნაგებობები უხარისხოდაა გაკეთებული.

წვიმის დროს წყალი იმღვრევა, მზიან ამინდში კი წყლის დებეტი ისე იკლებს, რომ ონკანებში წყალი ფაქტობრივად აღარ მოდის. ხელვაჩაურის მერიაში ამტკიცებენ რომ ახლახანს მოწყობილს სისტემას მალე რეაბილიტაცია ჩაუტარდება. 

ამავე კატეგორიაში