ბათუმში 8 ტურისტი სანაპიროზე გამოსვლას ვერ ახერხებდა

26 ივლისი 2018, 00:00 1917 ნახვა

ბათუმში, მაშველებმა  8 ტურისტი გადაარჩინეს. 

ტალღების მომატების გამო, დამსვენებლები სანაპიროზე გამოსვლას ვერ ახერხებდნენ და დახმარებას ითხოვდნენ. მათ შორის იყო არასრულწლოვანი გოგონაც. ტურისტები სამაშველო ნავით გამოიყვანეს. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტურისტების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მაშველებმა 25 ივლისს ბათუმში 14 წლის ბიჭიც გადაარჩინეს. ​არასრულწლოვანი სანაპიროდან 1,5 კმ-ის მოშორებით მაშველებმა შენიშნეს. მოცურავეს ქარმა სერფინგის დაფა წაართვა, იგი უკან გამოცურვას ვერ ახერხებდა. 

ტურისტულ სეზონზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები სანაპიროზე, სხვადასხვა ლოკაციაზე მორიგეობენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, მაშველების გაფრთხილებას დაემორჩილონ და ზღვაზე დასვენებისას უსაფრთხოების წესები დაიცვან.  

ამავე კატეგორიაში