მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონების მიმართულებას სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს

26 ივლისი 2018, 00:00 2125 ნახვა

პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სოზარ სუბარი მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელად დანიშნა. 

მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ სუბარი, რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად მუშაობდა, მანამდე კი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრი იყო.

სტრუქტურული ცვლილებების მიხედვით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო გაუქმდა.  

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრის თანამდებობას სოზარ სუბარი 2014 წლის 26 ივლისიდან იკავებდა.

2012 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სასჯელაღსრულების მინისტრად დაინიშნა.

ამავე კატეგორიაში