რეგიონებში სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს ხელფასი გაეზრდებათ

26 ივლისი 2018, 00:00 1856 ნახვა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების  ბრიგადებს მუნიციპალიტეტებში ხელფასები 20-30% გაეზრდებათ. ინიციატივის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ განაცხადა. მამუკა ბახტაძის განმარტებით საკითხს დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს 24 საათიან რეჟიმში უწევთ მუშაობა, ამიტომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რადგან ჯანდაცვის  ეს სერვისი იყოს ხარისხიანი და ოპერატიული. 

ამავე კატეგორიაში