საგამოძიებო სამსახური ​ - ჭუბერისა და ხაიშის მოსახლეობამ უწყების თანამშრომელთა სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნეს

26 ივლისი 2018, 00:00 1830 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მაკონტროლებლები ხე-ტყის უკანონო მომპოვებელთა, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა – მხილების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ატარებენ ღონისძიებებს.

გიორგი ელგანდაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში ხე-ტყის უკანონოდ ჭრის შემთხვევები გაიზარდა. მისივე განმარტებით, ჭუბერსა და ხაიშში სპეცრაზმის მობილიზების საჭიროება გამოიწვია იმან, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ გზა გადაკეტა, ქვებით და ხელჯოხებით დააზიანა საგამოძიებო სამსახურის ავტომობილი და საფრთხე შეუქმნა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

''ამ ეტაპზე, საგამოძიებო მოქმედებები ტარდება ხე – ტყის გადამამუშავებელ 39 საწარმოში, ასევე დამატებით გამოვლენილ იქნა რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი 20 საამქრო. ამოღებულია ათეულობით კუბური მეტრი ხის მასალა“,- განაცხადა ელგანდაშვილმა.

ამავე კატეგორიაში