NDI პრეზიდენტს საპრეზიდენტო არჩევნების დროულად დანიშვნისკენ მოუწოდებს

27 ივლისი 2018, 00:00 1710 ნახვა

რეკომენდაციები და რჩევები საქართველოს მთავრობას და საქართველოს პრეზიდენტს – ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს დროულად გამოაცხადოს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი.

სადამკვირვებლო ორგანიზაციაში ამბობენ რომ სწორედ ამის შემდეგ მიეცემათ საშუალება პარტიებს დაიწყონ წინასაარჩევნო კამპანია. NDI მთავრობას ურჩევს, მკაფიოდ დააფიქსიროს პოზიცია ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით.

სადამკვირვებლო ორგანიზაცია ასევე აქცენტს აკეთებს დაუსრულებელ გამოძიებებზე, რომლებსაც ინსტიტუტის შეფასებით საარჩევნო გარემოში შიში შემოაქვს. NDI პოლიტიკური კვლევის შედეგებს 1 აგვისტოს გამოაქვეყნებს. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში