‘' ოცნების ქალაქის“ პრობლემა მოგვარდება -თორნიკე რიჟვაძე

28 ივლისი 2018, 00:00 6395 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე კონკრეტულ თარიღს არ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ ე.წ. “ოცნების” ქალაქთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მალე მიიღება. თორნიკე რიჟვაძე პროცესში კერძოს სექტორის ჩართვას აპირებს. ამბობს რომ უკვე დროა საკითხის კომისიური წესით შესწავლისგან კონკრეტულ ნაბიჯებზე გადავიდნენ.

მისი თქმით ყოფილი 25-და 53-ე ბატალიონების ტერიტორიაზე მცხოვრებთა პრობლემების შესახებ ინფორმაცია აქვს და აცხადებს, რომ პრობლემა მოსახლეობის ინტერესებისა და კანონის შესაბამისად მოგვარდება. ასევე აპირებს იმუშავოს იპოთეკით დაზარალებულების საკითხზე და აცხადებს, რომ დავალებას ეკონომიკის მინისტრს მისცემს.

ამავე კატეგორიაში