განმარტება ჰესების მშენებლობაზე

28 ივლისი 2018, 00:00 1427 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მაღალმთიან აჭარაში ჰესის მშენებლობით ამაყობს. თორნიკე რიჟვაძის შეფასებით დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იგი ყველაზე მასშტაბური ინვესტიციაა. თუმცა მიიჩნევს, რომ ციფრები არაფერია თუ ინვესტიცია მოსახლეობის კეთილდღეობაზე არ აისახება.

ამბობს, რომ ადგილობრივების პრეტენზიებს იცნობს და აპირებს კიდევ საჭიროების შემთხვევაში კიდევ ერთხელ გადახედოს მექანიზმებს, რომელიც კომპანიასა და მოსახლეობას შორის ზიანის ანაზღაურების საკითხს არეგულირებს.

ამავე კატეგორიაში