„ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივა“ -პროექტის პრეზენტაცია

28 ივლისი 2018, 00:00 1372 ნახვა

ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივა. ამ წუთებში ბათუმში  პროექტის  პრეზენტაცია მიმდინარეობს. იგი 3 დაავადებას აერთიანებს, რომელიც  გულისხმობს ტუბერკულოზის, შიდსისა და ც ჰეპატიტის სკრინინგსა და ტუბერკულოზის გამოსავლების გაუმჯობესებას.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, განცხადებით, პროექტის ფარგლებში დაინერგება პაციენტზე ორიენტირებული გარემო,  ჩამოყალიბდება ასევე შემთხვევების ინტენსიური მართვის სისტემა.  სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2017 წელს აჭარაში ტუბერკულოზის 323 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამავე კატეგორიაში