ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტების სერია

28 ივლისი 2018, 00:00 1225 ნახვა

“საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა ასოციაციამ”  ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტების  სერიის ფარგლებში  მომდევნო  ღონისძიება ბათუმში გამართა.  ბულვარის კოლონადასთან გუშინ საღამოს  რამდენიმე  საინტერესო  კომპოზიცია  აჟღერდა.

პროექტი ქართველ ახალგაზრდებში  კლასიკური  მუსიკის პოპულარიზაციას ემსახურება. მისი მიზანია დაეხმაროს მათ საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომუნიკაციასა  და პროფესიულ განვითარებაში. სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი დასკვნით კონცერტს 29 ივლისს ბათუმის ხელოვნების ცენტრში გამართავს.

ამავე კატეგორიაში